ტეხასის ცენტრში უცნობებმა სროლა ატეხეს

ამერიკაში ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის ცენტრალურ რეგიონში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინდეფენდენთი“ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, სროლის შედეგად 30 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილებს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ მიყენებული, თუმცა დაზიანების სიმძიმე ცნობილი არ არის.

პოლიციის თანამშრომლებმა მოსახლეობას ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავება სთხოვა. ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ ორივე სროლა ერთსა და იმავე რაიონში მოხდა, თუმცა, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
რაიონს ახლა სამართალდამცველები აკონტროლებენ. თვითმხილველები საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ამსახველ ფოტომასალას დებენ. მედიაში გავრეცელებულ ვიდეომასალაზე ჩანს, როგორ აპატიმრებს პოლიცია ერთ-ერთ მამაკაცს.

banner
წინა სტატიაშინარმანია ფიქრობს, რომ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს საკრებულო დაამტკიცებს
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს