ნარმანია ფიქრობს, რომ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს საკრებულო დაამტკიცებს

თბილისის მერს დავით ნარმანიას იმედი აქვს, რომ საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მის მიერ თბილისის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების ადგილზე დასახელებულ კანდიდატებს.

დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ დასახელებული კანდიდატები აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს.

კანდიდატების განხილვა საკრებულოში მომავალ კვირას იგეგმება.

“ყველა მათგანი მუშაობდა თბილისის მერიაში. ვიცით მათი აქტივობა, ვიცით მათი გამოცდილება და შესაძლებლობები და ეს გახდა საფუძველი მათი წარდგენის. მე ვფიქრობ, რომ საკრებულოს უმრავლესობა დაუჭერს მხარს,”- აცხადებს თბილისის მერი, დავით ნარმანია.

ნარმანიამ კანდიდატები საკრებულოს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიძალოვანებმა ინჯირლიკის სამხედრო ბაზას ალყა შემოარტყეს
შემდეგი სტატიატეხასის ცენტრში უცნობებმა სროლა ატეხეს