ტანზანიელ დეპუტატებს ხელოვნური ფრჩხილების და წამწამების ტარება აუკრძალეს

დეპუტატებს პარლამენტის შენობაში ხელოვნური ფრჩხილებით და წარწამებით შესვლა ეკრძალებათ-ამის შესახებ  ტანზანიის პარლამენტის სპიკერმა ჯობ ნგუდაიმ განაცხადა.მისი თქმით, მომავალში, აკრძალვა, შესაძლებელია, მკვეთრ მაკიაჟსაც შეეხოს.

სპიკერმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეფუძნება, რომლის თქმითაც,   იმ გართულებებით რასაც ხელოვნური ფრჩხილები და წამწამები, ასევე კანის გამათეთრებლები იწვევენ,ქვეყანაში ყოველ წელს 700-მდე ქალი კვდება.

11 სექტემბერს ტანზანიის პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულმა თანამემამულეებს მოუწოდა უარი თქვან კონტრაცეპციებზე. მისი თქმით, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით სარგებლობენ ზარმაცები, რომელთაც არ სურთ მუშაობა და ოჯახის შენახვა.

banner
წინა სტატიაშიბერლინი მოსკოვს და თეირანს იდლიბზე შეტევის შეჩერებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაApple-მა iPhone Xs-ი წარადგინა