ბერლინი მოსკოვს და თეირანს იდლიბზე შეტევის შეჩერებისკენ მოუწოდებს

ბერლინი მოსკოვს და თეირანს სირიის პროვინცია იდლიბზე დაგეგმილი შეტევის შეჩერებისკენ მოუწოდებს. “რუსეთი და ირანი განსაკუთრებით პასუხისმგებლები არიან” – გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წრამომადგენელმა შტეფენ საიბერტმა 12 სექტემბერს განაცხადა.

პარასკევს, 14 სექტემბერს გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება – გერმანული მედია ავრცელებს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია სირიაში შექმნილი სიტუაციის განხილვა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებზე მსჯელობა. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთი თემა უკრაინა იქნება.
იდლიბის პროვინცია უკანასკნელი ტერიტორიაა, სადაც ბაშარ ასადის წინააღმდეგ შეიარაღებული ოპოზიციაა გამაგრებული. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, იდლიბშივე არიან დისლოცირებული “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიდის.

banner
წინა სტატიაში“აკუსტიკური შეტევის” უკან რუსეთი დგას
შემდეგი სტატიატანზანიელ დეპუტატებს ხელოვნური ფრჩხილების და წამწამების ტარება აუკრძალეს