საკრებულოს ქველმოქმედი დეპუტატი – თამარ ტალიაშვილი

საკრებულოს ქველმოქმედი დეპუტატი - თამარ ტალიაშვილი

taaa1ინტერვიუ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილესა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან პროფესორთამარ ტალიაშვილთან

 

–  ბოლო პერიოდში თბილისის ბაგა–ბაღებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით როგორია საკრებულოსპოლიტიკა?

– ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით არის ძალიან საქმიანი. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, პოლიტიკური სარჩული მოუძებნონ ამ პროცესებს. მათი მიზანია დღეს, როცა საქართველოს ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი სტუმრობს, აჩვენონ რომ თითქოს არის წანასაარჩევნოდ ოპოზიციის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ნიშნით საკადრო აქტივობები, მათ შორის ბაღებში, და საბოლოოდ ეჭვქვეშ დააყენონ ვიზალიბერალიზაციის ის კოლოსალური მიღწევები, რომელიც უმოკლეს ვადებში განახორციელა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამისათვის, პოლიტიკური პერფომანსების დადგმაც სათაკილოდ არ მიაჩნიათ.

სინამდვილეში ბაგა-ბაღების მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ: ბაგა–ბაღები   გახდა უფასო, აშენდა ახალი ბაღები, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ათეულობით ახალი ბაგა-ბაღი ექნება დედაქალაქს. ხდება ეზოების, სათამაშო მოედნების  კეთილმოწყობა, ძველი ბაგა–ბაღების განახლება–რეაბილიტაცია.  ახალი მიდგომა ჩამოვაყალიბეთ კვებასთან დაკავშირებით: გარდა იმისა, რომ უფრო უსაფრთხო გავხადეთ, გაერთიანებული ტენდერით ხდება საკვები პროდუქტის შეძენა და ამით უფრო კარგად ხორციელდება მონიტორინგი,  მენიუც გაუმჯობესებულია, საკვები მრავალფეროვანია და ვიტამინიზირებულია. ასევე, სკოლამდელი აღზრდის პროგრამა დავნერგეთ  ბაღებში, რაც იმას გულისხმობს, რომ  5 წლის ასაკის ბავშვები სპეციალური პროგრამით ხელმძღვანელობენ და ემზადებიან სკოლისთვის.  საზაფხულო ბაღები გავხსენით. ხელი შევუწყვეთ ფსიქოლოგისა და ლოგოპედის ჩართულობას სკოლამდელი აღზრდის სასწავლო პროცესებში.

ბუნებრივია, ხორციელდება  და გაძლიერდა კონტროლი, მათ შორის მონიტორინგი და აუდიტი. სამწუხაროდ გამოვლინდა დარღვევევი, რაზედაც ბაღების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება გაეთავისუფლებინა რამდენიმე ბაღის დირექტორი. ამ საკითხებზე შევხვდი ყველა დაინტერესებულ პირს, ადგილზე ბაღებში გავედი მონიტორინგზე, ასევე აღსაზრდელების მშობლებსაც შევხვდი საკრებულოში. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სასამართლო აუღებელი ციხესიმაგრე იყო. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელია და ნებისმიერი, ვინც თვლის, რომ მისი უფლებები შეილახა, მიმართავს სასამართლოს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და უაპელაციო. ნებისმიერი თანამშრომლის გათავისუფლება, რაც არ უნდა გადაცდომა ჰქონდეს მას, არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ადამიანურად ძალიან მტკივნეული, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მტკიცედ არგუმენტირებული.

–                    ქალბატონო თამარ, სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებულ ახალგაზრდული მოძრაობის ცენტრს ფინანასურად დაეხმარეთ, ზარალი დიდია?

შემაშფოთებელია ის სურათი, რაც სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში დამხვდა, სამწუხაროდ ზარალი დიდია. ხანძრის შედეგად განადგურდა წიგნადი ფონდი, მისი აღდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსიარულე წიგნების პროექტს სწორედ ამ წიგნებით ახორციელებდნენ. საკრებულოში მოსვლის დღიდან საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლების კუთხით „დავითიანნთან“ ერთად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის “ილიაობა”, სასკოლო კონკურსი “წიგნის მეგობრები”. პირადად „დავითიანნის“ სოციალურ საწარმოს ფინანსურად შეძლებისდაგვარად ვუდგავარ გვერდში. კარგი საქმე მთელი საზოგადოების მხარდაჭერას მოითხოვს.

–        როგორც სჩანს, ხშირად იღებთ მონაწილეობას საქველმოქმედო და სოციალურ პროექტებში..

მე იმთავითვე გადავწყვიტე და ჩემი ყოველთვიური დანამატი  სრულად  ირიცხება  საქველმოქმედო ფონდებში. იქნება ეს სოლიდარობის ფონდი, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა, ასევე ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართული ფონდების მხარდაჭერა, შშმ ბავშვთა, სტიქიით დაზარალებულ პირთა დახმარება თუ სხვა. ჩემი ყოველთვიური დანამატი მთლიანად სწორედ ასეთ  მიზნებს ხმარდება.

–  ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო საქმეების წარმართვაში სამოქალაქო ჩართულობას გულისხმობს. ხშირად ხვდებით მოქალაქეებს?

– გამომდინარე იქიდან, რომ მე ვარ განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქეები მოდიან ინიციატივებით, რომლებიც უკავშირდება ხელოვნებას და კულტურას, მაგრამ მე ასევე ვარ კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატი და ჩემი უმთავრესი ამოცანაა სწორედ მოქალაქეების მიღება, მათთან საუბარი, მოსმენა და მათი ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტაზე ზრუნვა. ბევრი სოციალური საკითხით მოდიან მოქალაქეები და ვცდილობ, მათ დასახმარებლად მაქსიმუმი გავაკეთო, რაც შემიძლია.

–                     რა კულტურული პროექტები ხორციელდება დედაქალაქში ამჟამად და რა იგეგმება მომავალში?

პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ დედაქალაქისთვის კულტურული ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმის, ეკონომიკის განვითარება,  სოციალური პრობლემებისა და გამოწვევების გადალახვა დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ რამდენად გაუმკლავდება თბილისი ამბიციურ ტვირთს, იყოს რეგიონის კულტურის ცენტრი.

ჩვენ სწორედ ამაზე ვართ უკვე 2 წელია ორიენტირებული,  ჩვენი მიზანია, კულტურის ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში ძირითად გზის გამკვლევ პროექტებს და შესაბამის ინიციატივებს შევუწყოთ ხელი.

კლასიკური მუსიკის მიმართულებით ვაფინანსებთ და მხარში ვუდგავართ ისეთ პროექტებს, როგორიც არის „აღდგომიდან ამაღლებამდე“. თეატრალური მიმართულებით სხვადასხვა ფესტივალები… მუნიციპალური თეატრალური საერთაშორისო ფესტივალი ჩვენი მხარდაჭერილი ერთ–ერთი სერიოზული ღონისძიებაა. სიახლეები გვაქვს მუნიციპალური თეატრების მიმართულებითაც, მაგალითად, ახმეტელის თეატრში – ინკლუზიური სპექტაკლების ხელშეწყობის კუთხით. ვგეგმავთ ინკლუზიური სცენის მოწყობას.

პოეზიის და პროზის მიმართულებით ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალგაზრდულ კონკურსებს.  მაგალითად, კონკურსი „თბილისი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც პირველად შარშან მოეწყო ჩვენი ინიციატივით. ეს არის უპრეცედენტო კონკურსი, იმიტომ, რომ ის აერთიანებს ხელოვნების პრაქტიკულად ყველა მიმართულების ნომინაციას: ლიტერატურას – შარშან იყო „ესე თბილისი“, წელს კი ვფიქრობთ, ვინაიდან რუსთაველის წლად არის გამოცხადებული, რუსთაველთან მიმართებაში იყოს თემატური.

რამდენიმე დღის წინ იყო იუნესკოს საერთაშორისო პოეზიის დღე და მუნიციპალური ბიბლიოთეკები ჩავრთეთ ამ ღონისძიებაში. მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში მოვაწყვეთ პოეზიის საღამო.

ყურადღება უნდა გავამახვილო კიდევ ერთ მიმართულებაზე – ქორეოგრაფიაზე. აქაც გვაქვს  მნიშვნელოვანი წამოწყება –  თანამედროვე ბალეტის დასი დავაფუძნეთ. მას მარიამ ალექსიძე ხელმძღვანელობს. მნიშვნელოვანია, რომ აქამდე თანამედროვე საბალეტო ხელოვნების ხელშეწყობის კუთხით სერიოზული ნაბიჯები არ იყო გადადგმული. ჩვენ დავაფუძნეთ დასი და გარდა ამისა, ვქმნით თანამედროვე ბალეტის სკოლას, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ, გვექნება ძალიან საინტერესო თანამედროვე წარმოდგენები საბალეტო ხელოვნების მიმართულებით და ასევე განვავითარებთ და აღვზრდით თანამედროვე ბალეტის შემსრულებლებს.

ბევრ ისეთ პროექტს ჩაეყარა საფუძველი ბოლო პერიოდში, რაც წლები იცოცხლებს და განვითარდება. ვფიქრობ თბილისის კულტურული ცხოვრება ბევრი მიმართლებით არის საინტერესო.  ჩვენ ვქმნით ჩართულობის ფორმატებს, იგივე საზოგადოებასთან ურთიერთბაა ის სხვადასხვა სოციალურ-კულტურული პროექტები, ასეთია გასულ წელს დაფუძნებული კულტურული მეწარმეობის ფესტივალი, რაც ტრადიციული რეწვის ოსტატების მხარდაჭერას გულისხმობს, თბილისობაზე მოეწყო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოიცა ბიზნეს-სახელმძღვანელო ოსტატებისთვის – „როგორ ვაქციოთ რეწვა ბიზენსად“, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნება აქციონ ბიზნესად. გამოვეცით კატალოგი „თბილისური საჩუქარი“, რომელშიც თბილისის თემაზე ოსტატების მიერ შექმნილი ძალიან საინტერესო მანუშევრები შევიდა. ეს წიგნები უფასოდ რიგდება ისეთ ადგილებში, სადაც ტურისტებისათვის მეტად იქნება ხელმისაწვდომი. კატალოგში ოსტატების საკონტაქტო მონაცემებია მითითებული და ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების პოპულარიზაციას. წელსაც ვაგრძელებთ კულტურული მეწარმეობის ფესტივალს. ვფიქრობ დიზაინერების მიმართულებით მსგავსი აქტივობების განხორციელებას, რადგან ჩანს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ჩვენს ქვეყანას და ხელი უნდა შევუწყობთ მათ.

ეწყობა საკმაოდ ბევრი ფესტივალები, შემოქმედებითი და საიუბილეო, მუსიკის  საღამოები, ფოტოგამოფენები, საქველმოქმედო კონცერტები და სახალხო დღესასწაულები.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვახდენთ მოტივაციას ხელოვანებისა, რომ ყოველ წელს შემოქმედებითად აქტიურები იყვნენ. ასეთი კონკურსები, ფესიტავალები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, მნიშვნელოვანია სამოტივაციოდ.  მიმაჩნია, რომ აუცილებელია ხელოვნების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, ხშირად ხომ ხელოვანებისთვის აღიარება, მათი მოღვაწეობის დაფასება არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომლისთვისაც ისინი იხარჯებიან.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებას ყადაღა მოხსნა?!
შემდეგი სტატიადაღესტნის აფეთქებაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა