ტაჯიკეთის ციხეში “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა არეულობა მოაწყვეს

სამი ბადრაგი და 29 პატიმარი დაიღუპა ტაჯიკეთში, მკაცრი რეიმის კოლონიაში მომხდარი არეულობისას, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” მეომრები იხდიან სასჯელს -ინფორმაციას ადგილობრირი მთავრობა ავრცელებს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს უკვე მეორე არეულობაა. წინა არეულობა ნოემბერში მოხდა. არეულობა კვირას, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაიწყო კოლონიაში, რომელიც დედაქალაქიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. ის 30-მა პატიმარმა დაიწყო, რომლებიც ექსტრემისტული გაერთიანების წევრები არიან.

მეომრები მჭრელი საგნებით იყვნენ შეიარაღებულები. მათ სამი ოფიცრის მძევლად აყვანა მოახერხეს, რომელთაც “მხეცური მეთოდებთ მიაყენეს ჭრილობები”, რომლის შედეგადაც ისინი გარდაიცვალდნენ. ბადრაგების გარდა, იგივე მეთოდებით დაჭრეს ხუთი პატიმარი, რომლებიც, ასევე, დაიღუპნენ – ამის შესახებ”ბიბისი” წერს.

არეულობის საპასუხო ოპერაციის ჩატარებისას “ისლამური სახელმწიფოს” 24 წევრი მოკლეს.

როგორც ვრცელდება, არეულობას ხელმძღვანელობდა ტაჯიკეთის შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის გულმუროდ ხალიმოვის შვილი, ბეხრუზი, რომელიც ადგილობრივ “ისლამურ სახელმწიფოში” მაღალ იერარქიას იკავებდა.

banner
წინა სტატიაში“სამწუხარო ფაქტია მთლიანად ფეხბურთისთვის“ – „გურია ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების სკანდალზე საუბრობს
შემდეგი სტატიატრამპი ირანს სრული განადგურებით ემუქრება