ტრამპი ირანს სრული განადგურებით ემუქრება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს “დასასრულის დადგომას” პირდება და თეირანს მოუწოდებს არ დაემუქროს შეერთებულ შტატებს.

“თუკი ირანს ბრძოლა სურს, მაშინ ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება. არასდროს გაბედოთ შეერთებულ შტატებს დაემუქროთ” – ამის შესახებ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა.

გასულ კვირას აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია , რომ ირანი ერაყსა და სირიაში საკუთარი ჯგუფების მობილიზებას ახდენს, რომ ამერიკელებს დაესხას თავს. ამიტომ გასულ კვირას აშშ-მ რეგიონში ექვსი სამხედრო გემი გააგზავნა.

აშშ-ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც შტატები ირანთან დადებული სარაკეტო შეთანხმებიდან გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიტაჯიკეთის ციხეში “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა არეულობა მოაწყვეს
შემდეგი სტატია,,ვინმემ უნდა დაიჯეროს,რომ 90-იანების ტერორ გამოვლილმა სამეგრელომ, ზედ რომ გადაუარეს, იმ დროის კრიმინალებთან შეკრული ხელისუფლება აირჩია?!”-თაკო ჩარკვიანი