ტაივანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა ათობით მგზავრი

22 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად. ავარია კვირას საღამოს მოხდა, ტაიპეიდან 70 კილომეტრში. რელსებიდან რვავე ვაგონი გადავიდა. მატარებელში სულ 366 ადამიანი იმყოფებოდა. რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლუ ჩი-შენმა განაცხადა, რომ მატარებელი 6 წლისაა და ის ტექნიკურად გამართული იყო.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი. თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მათ ჯერ ხმამაღალი ხმაურის ხმა გაიგეს, შემდეგ კი მატარებელი გზიდან გადავიდა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშირასისტული სკანდალი Ryanair-ის ბორტზე
შემდეგი სტატიაბერლინი, პარიზი და ლონდონი საუდის არაბეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ