ბერლინი, პარიზი და ლონდონი საუდის არაბეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ

საუდის არაბეთმა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს, თუ როგორ მოკვდა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში, მას მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს თანდართული, რომელიც ნდობას იმსახურებს – ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც კვირას, 21 ოქტომბერს გამოაქვეყნეს – “დოიჩე ველე” წერს.

ჯამალ ხაშოგი საკონსულოში 2 ოქტომბერს დაიკარგა. ერ-რიადი 19 ოქტომბრამდე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებდა. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ხაშოგი დაკითხვის დროს შემთხვევით გარდაიცვალა. 21 ოქტომბერს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა ჟურნალისტის მკვლელობას “საშინელი შეცდომა” უწოდა. მისი თქმით, მეფე სალმანი მონდომებულია, რომ მომხდართან დაკავშირებულმა ყველა პირმა პასუხი აგოს. მინისტრმა, ასევე, უარყო მკვლელობასთან სამეფო ოჯახის ნებისმიერი სახის შეხება.

banner
წინა სტატიაშიტაივანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა ათობით მგზავრი
შემდეგი სტატიაSiemens-მა ერაყში მრავალმილიარდიანი კონტრაქტი მიიღო