სვირის გადასახვევთან აქციის მონაწილეებს ესროლეს

ოქროყანაში,სავარაუდოდ ორმხრივი სროლა მოხდა
ტყვია მარშუტკის შუა ნაწილში რკინას მოხდა

“თბილისიდან მომავალ ოპოზიციის მანქანას, რომელიც ბრუნდებოდა მარტვილის რაიონის  სოფელ ნაგვაზაოში,ზესტაფონში სვირის გადასახვევთან ესროლეს, რასაც მოჰყვა მარცხენა მხარეს მინის მსხვრევა. ამ დროისთვის უცნობია რა ტიპის იარაღიდან მოხდა გასროლა. საბედნიეროდ და ღვთის წყალობით არავინ დავშავებულვართ”-წერს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ვალერი ჯახუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ფეისბუქპოსტის ავტორი ” თაიმერთან”  ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევა  გამთენისას მოხდა. აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.

 

banner
წინა სტატიაშისაოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამეს
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მომდევნო კვირაში საქართველოს ეწვევა