ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მომდევნო კვირაში საქართველოს ეწვევა

პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირაში საქართველოს ეწვევა.

„მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ მოგზაურობას კავკასიაში მომდევნო კვირაში. ვეწვევი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ჩემი ახალი შესაძლებლობით, როგორც ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რათა გამოვნახო გზები კავკასიაში ნატო-ს ჩართულობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშისვირის გადასახვევთან აქციის მონაწილეებს ესროლეს
შემდეგი სტატიაპარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – მეორე ტურისთვის არ დავაფიქსირებთ პარტიულ პოზიციას, რათა ჩვენმა მხარდამჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მათთვის, მათი ოჯახებისა და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი