სუმის ოლქში რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ბოლო დღე-ღამეში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

სუმის ოლქში რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ბოლო დღე-ღამეში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დმიტრი ჟივიცკი ავრცელებს.

ჟივიცკის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქის მიმართულებით ცეცხლი დაახლოებით 300-ჯერ გახსნეს. 14 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. დაბომბილია ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.

ამასთან, მედიის ცნობით, გვიან ღამით რაკეტებით დაიბომბა მიკოლაევი. სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ორსართულიან სახლს მოხვდა, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. რუსეთის ძალების იერიშის შედეგად მიკოლევში დროებით შეწყდა ელექტომომარაგება. ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება დილით აღდგა.

ღამით იბომბებოდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონიც. კერძოდ, ოკუპანტებმა გამოიყენეს „გრადები“ და მძიმე არტილერია. დაზიანებულია აგროსაწარმო და ელექტროგადამცემი ხაზები.

banner
წინა სტატიაშირუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა – დაღუპულებს შორის 3 ბავშვია
შემდეგი სტატიაირანიდან რუსეთში გაგზავნილი დრონები იმ იარაღს შორისაა, რომელზედაც ემბარგო ვრცელდება – აშშ