ირანიდან რუსეთში გაგზავნილი დრონები იმ იარაღს შორისაა, რომელზედაც ემბარგო ვრცელდება – აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები ეთანხმება გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა.

„ჩვენმა ფრანგმა და ბრიტანელმა მოკავშირეებმა საჯაროდ წარადგინეს შეფასება, რომ ირანის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების (რუსეთისთვის) მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუციის დარღვევაა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეთანხმებით“, – განაცხადა პატელმა.

მისი თქმით, ირანიდან რუსეთში გაგზავნილი დრონები იმ იარაღს შორისაა, რომელზედაც ემბარგო ვრცელდება.

„მიგვაჩნია, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ირანიდან რუსეთში გადადის და რუსეთი უკრაინაში იყენებს, იმ იარაღს შორისაა, რომელზეც #2231 რეზოლუციის თანახმად, ემბარგო ვრცელდება“, – აღნიშნა პატელმა.

banner
წინა სტატიაშისუმის ოლქში რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ბოლო დღე-ღამეში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაცივი ომის შემდგომი სამყარო დასასრულს მიუახლოვდა – ბლინკენი