რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა – დაღუპულებს შორის 3 ბავშვია

რუსეთის ქალაქ იეისკის საცხოვრებელ უბანში, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.

„საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევების გაწმენდის შემდეგ იეისკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე დაღუპულთა ცხედრები იპოვეს. 18 ოქტომბრის 6:00 საათის მდგომარეობით, ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის სამი ბავშვია“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: როგორ ეტევა ამ ქვეყნად, ამდენი ,,ბრძენი”?!
შემდეგი სტატიასუმის ოლქში რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ბოლო დღე-ღამეში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა