რუსეთიდან კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, ის ძალიან ღიად ცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს – სამადაშვილი ივანიშვილზე

“ლელო საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი ქართველ ოლიგარქს კრემლის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსს მნიშვნელოვნად ცვლის.

“რუსული ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, დღეს უკვე დღის წესრიგში არის დამდგარი, რომ გადაიხედოს ის ფორმატები, რაც საქართველოს უკვე აქვს მიღებული. საუბარი დაიწყო იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი, ფაქტობრივად, გაიყინოს და ახლო მომავალში დაიწყოს განხილვა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საქართველოსთვის. ეს უნდა იყოს განგაშის ზარი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ცდილობს, საქართველოში შექმნას რუსეთის ანალოგიური პოლიტიკური სისტემა. ის უბრალოდ ამას აკეთებდა ეტაპობრივად, რადგან ეშინოდა ქართველი ხალხის რეაქციის და ახლა უკვე, როგორც ჩანს, რუსეთიდან კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, ის ძალიან ღიად ცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ” – ამბობს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშითავზე აქვს ერთი ნახეთქი და ნაკერი ადევს უკან, აქვს ტვინის შერყევა – ზურა ჯაფარიძე გია ჯაფარიძეზე
შემდეგი სტატიათავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ შემაშფოთებელია – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი