რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან ერთს ბრალი წარუდგინეს

რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან ერთს ბრალი წარუდგინეს. გიორგი კუჭუაშვილს გამოძიება პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. ახალგაზრდა მომიტინგე ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია.

ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

“წარედგინა ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბოთლის სროლას ედავებიან. ვიდეომასალას და მტკიცებულებას ჯერ არ გავცნობივარ, თუმცა არის ვიდეო მასალები საქმეში. ერთ-ერთი პოლიციელის დაზიანებასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დევს და მსუბუქი დაზიანებაა მითითებული. დუმილის უფლებას იყენებს, არ აღიარებს დანაშაულს და მხნედ არის. აქციებზეც აპირებს დაბრუნებას, თუ რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა სასამართლოს მიერ მიღებული”, – ამბობს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიგასულ ღამეს თავს დაესხნენ კიდევ ერთ ადამიანს – ტიტუშკების სამიზნე დიჯეი გიორგი შენგელია გახდა
შემდეგი სტატიათავზე აქვს ერთი ნახეთქი და ნაკერი ადევს უკან, აქვს ტვინის შერყევა – ზურა ჯაფარიძე გია ჯაფარიძეზე