სუ-24-ის პილოტის მკვლელზე ნადირობა გამოცხადდა

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა და სირიის არმიამ ნადირობა გამოაცხადეს ალპარსან ჩელიკზე, რომელმაც განაცხადა, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოგდებული რუსული სუ-24-ის კატაპულტირებული პილოტი მან მოკლა – ამის შესახებ The Independen წერს.
როგორც გამოცემა წერს, ჩელიკის დაჭერა ლატაკიაზე თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომლის შედეგადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი იქნა აღებული, მათ შორის არ-რაბია, სადაც მათი ვარაუდით, ბოევიკი შეიძლებოდა დამალულიყო.
28 იანვარს ჩელიკი სტამბულში დაკრძალვაზე გამოჩნდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიაში დაბრუნდება, რომ ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს ეომოს.

ჩელიკი ნაციონალისტური პარტიის წევრის შვილი და მისი ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია. დეკემბერში რუსეთის საგარეო უწყებამ თურქეთის მთავრობას ჩელიკის დაჭერაში დახმარება სთხოვა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში,, სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა”
შემდეგი სტატიაიტალიის ქალაქში უკანასკნელი 26 წლის მანძილზე პირველად დაიბადა ბავშვი