იტალიის ქალაქში უკანასკნელი 26 წლის მანძილზე პირველად დაიბადა ბავშვი

ოსტანაში, რომელიც იტალიაში, პემონტის რეგიონში მდებარეობს, 1980 წლის შემდეგ პირველად დაიბადა ბავშვი. ქალაქის მოსახლეობა ამგვარად ერთით გაიზარდა და 85 გახდა.
პატარა კომუნის მერმა მოვლენას უწოდა “ოცნება, რომელიც ახდა”.
ბიჭი, სახელად პაბლო ტურინის საავადმყოფოში დაიბადა.

ოსტანას მერმა ჯაკომო ლომბარდომ თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქში 1000-მდე მოსახლე იყო, ის ახლა დაცარიელების პირას არის. “მშობიარობის სტაბილური კლებადობა 1975 წელს დაიწყო. 1076-დან 1987 წლამდე ქალაქში მხოლოდ 17 ახალშობილი გვყავდა, მას შემდეგ მხოლოდ ერთი ბიჭი დაიბადა, მიმდინარე წელს – პაბლო” – განაცხადა მერმა.
ოსტანაში ბიჭის დაბადება ხმაურიანი ზეიმით აღნიშნეს. ქალაქის შესასვლელში წეროს ცისფერბაფთიანი ფიგურა დაკიდეს და რამდენიმე დღის მანძილზე ზეიმობდნენ.
პაბლოს დაბადებამ იტალიის სხვა პატარა ქალაქებსაც ჩაუსახა იმედი, სადაც მშობიარობის პრობლემები აქტუალურად დგას.

banner
წინა სტატიაშისუ-24-ის პილოტის მკვლელზე ნადირობა გამოცხადდა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) 36 დღე მაღაროში- 2 ჩინელი მაღაროელის გადარჩენის სამაშველო ოპერაცია