თვითმფრინავი, სადაც სუ-24-ის დაღუპული პილოტის ოლეგ პეშკოვის სხეული ასვენია, ანკარადან უკვე გამოფრინდა. ამის შესახებ რუსული მედია თურქულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მფრინავის სხეული თურქეთში 29 ნოემბერს სირიადან გადაასვენეს.
პოდპოლკოვნიკ პეშკოვს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა გმირობის, სიმამაცისა და თავგანწირვისთვის, რომელიც მან სამხედრო მოვალეობის მოხდისას გამოიჩინა.
თურქეთის ავიაციის მიერ ჩამოგდებული სუ-24-ის მეორე პილოტი 12 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ იპოვეს. ის ცოცხალია და თავს ჯანმრთელად გრძნობს.