“სტუდიო კამპუსის” დირექტორს საჯარო ლექციის მიმდინარეობისას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს

სტუდიო კამპუსის დირექტორს ცივი იარაღით მძიმე ჭრილობა 22 წლის მამაკაცმა მიაყენა. მიხეილ ხუნდაძე აცხადებს, რომ მას თავს კამპუსში ერთ-ერთი ლექციის შემდეგ დაესხნენ.

ახალგაზრდების ინციატივით შექმნილი სახელოვნებო ინსტიტუცია კამპუსი მიზნად დასავლური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს.

კონფლიქტის მიზეზად კამპუსის ხელმძღვანელი იმ საჯარო ლექციებს ასახელებს, სადაც ნიცშეს, ფუკოს და სხვა ფილოსოფოსების ცნობილი გამონათქვამების ციტირება მოახდინეს, რამაც მისი თქმით, მილორავას ქუჩის მცხოვრებლები გააღიზიანა.

ინციდენტს სტუდენტები და მიხეილ ხუნდაძის მეუღლეც ესწრებოდა, რომელიც იხსენებს, რომ აგრესიული ახალგაზრდების ვიზიტს წინ მცირე გაუგებრობა უძღოდა.

22 წლის მამაკაცი პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში13 ივნისს დაზარალებულები მათთვის შეგროვებულ ტანსაცმელს დაგვიანებით, ან საერთოდ ვერ იღებენ
შემდეგი სტატია,,სტამბულის განადგურება ძალიან ადვილია,, (VIDEO)