13 ივნისს დაზარალებულები მათთვის შეგროვებულ ტანსაცმელს დაგვიანებით, ან საერთოდ ვერ იღებენ

ცხოველების ძარცვა - ბევრი ფული, უამრავი პრობლემა და უსაქმურების არმია!!!

13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულთათვის მიტანილი ნივთების დიდი ნაწილი ვაკის გამგეობაში საწყობშია შენახული და ამ დრომდე გამგეობას ისინი არ დაურიგებია.

საწყობის ტერიტორიაზე აცხადებენ რომ, დაზარალებულთა დასახმარებლად შეგროვებული ტანსაცმელი გამგეობის თანამშრომლებმა ივნისში რამდენმე სატვირთო ავტომობილით მიიტანეს, თუმცა შენობა ამის შემდეგ რამდენმე თვე დაკეტილი იყო. მათივე თქმით ბოლო პერიოდში გამგეობის თანამშრომლებმა ტვირთის ნაწილის გატანა დაიწყეს.

სტიქიის დროს დაზარალებულები ამბობენ, რომ გამგეობამ ტანსაცმლის დარიგება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მუნიციპალიტეტს მათ საკუთარი ინიციატივით მიმართეს. დაზარალებულებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

ვაკის გამგეობაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ დაზარალებულებს მუდმივად ეხმარებიან.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ORT-ს საქართველოში მაუწყებლობა შეუწყვიტა
შემდეგი სტატია“სტუდიო კამპუსის” დირექტორს საჯარო ლექციის მიმდინარეობისას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს