გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება

“გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად”-ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატია“გირჩი – მეტი თავისუფლება”: ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია