“გირჩი – მეტი თავისუფლება”: ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია

“ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია – ზვიად გეთია”, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლება” სოციალურ ქსელში წერს და მასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია – ზვიად გეთია.
პირველად ჩვენთან Institute For Individual Liberty-ის ბანაკში გამოჩნდა, შემდეგ აქტიურად დადიოდა ოფისში, ესწრებოდა შეხვედრებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მოგვაწოდეს მასზე და ეჭვი გაგვიჩნდა, ვესაუბრეთ და ჩვენგან გაქრა.

შემდეგ დაუახლოვდა სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაფრთხილეთ ყველა, ვისთანაც ხმა მიგვიწვდებოდა. ახლაც შემჩნეულია სხვადასხვა ორგანიზაციის საჯარო შეკრებებზე, აქტივისტებს ეხმარება იურისტის ამპლუაში.

ჩვენთან დაკავშირებული კადრებისა და დამონტაჟებული ჩანაწერების ნაწილი მისი მიწოდებულია სუსისთვის, – წერს “გირჩი – მეტი თავისუფლება”.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
შემდეგი სტატია„საზოგადოების პროტესტმა ისე უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ“ – გიგა ბოკერია