სტოლტენბერგი – მადრიდის სამიტი იქნება გარდამტეხი, მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულის განმავლობაში

ნატო-ს მადრიდის სამიტი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნატო-ს გასაძლიერებლად, უფრო საფრთხისშემცველ და კონკურენტულ სამყაროში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ღიად გამოწვევის წინაშე აყენებენ საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა სამიტის გახსნისას განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, სამიტზე შეთანხმდებიან ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, მომავალი უსაფრთხოების გეგმაზე.

„ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას ძალების მეტი გაზრდით და უფრო ძლიერი შესაძლებლობებით. დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ალიანსი სათანადოდ არის შექმნილი უსაფრთხოების ახალი გამოწვევების წინაშე და გავაძლიერებთ პარტნიორობას ახლო სამეზობლოსა და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიწვევის გზით.

ჩვენ მივიღებთ უკრაინის დახმარების უფრო ყოვლისმომცველ პაკეტს და გავაგრძელებთ ჩვენს უპრეცედენტო მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვის მიმართ, რათა უკრაინის გამარჯვება იყოს უზრუნველყოფილი. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დღეს გვიერთდება და უკრაინელი ხალხის მამაცობა და შეიარაღებული ძალები მსოფლიოს შთააგონებენ. ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენ ვხვდებით გადამწყვეტ მომენტში. მადრიდის სამიტი იქნება გარდამტეხი. ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ეს საშუალებას მისცემს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შეინარჩუნონ ალიანსის სიძლიერე, ხალხის უსაფრთხოება და პარნიტორებთან სიახლოვე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

წინა სტატიაშისადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს – ზელენსკი
შემდეგი სტატიაელისაშვილი – 3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ვერავის დავეხმარები