სადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს – ზელენსკი

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაიწყო ომი არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან, ამიტომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში წააგებს ყველა დემოკრატიული ქვეყანა – ამის შეასახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ყოველდღიური საომარი მოქმედებები დიდ ზარალს აყენებს, რუსეთსაც.

„სადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს. სადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ტანკს, ისინი კარგავენ ხუთს. დიახ, ჩვენ ვიბრძვით. მაგრამ უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ ეს ნამდვილად რთულია ჩვენთვის, რადგან მათ აქვთ ჩვენი ერთი ტანკი და ათი საკუთარი, თითო ჩვენს მებრძოლზე ათია. რაც არ უნდა ძლიერები ვიყოთ, ათჯერ მეტია, გვიჭირს, მაგრამ ვიკავებთ“, – ამბობს ზელენსკი.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ზოგიერთ რაიონში უკრაინის თავდაცვის ძალები უკან ახევინებენ მტერს, ზოგიერთ რაიონში კი იძულებული გახდნენ თავად დაეხიათ უკან მტრის რიცხობრივი უპირატესობის გამო.

”ჩვენთვის რთულია მარტო რუსეთთან. და, ალბათ, ვერ გადავრჩებით, ამიტომ ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია… ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ომი რუსეთთან მისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობით, მისი ჯარით. ჩვენ ამას მარტო ვერ შევძლებთ და მადლობა ღმერთს, რომ გვეხმარებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საბურავების საწყობი იწვის
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი – მადრიდის სამიტი იქნება გარდამტეხი, მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულის განმავლობაში