სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად გრძელდება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად გრძელდება.

ჯაღირას უბანში საავტომობილო გზის მონაკვეთზე გადაადგილება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის,ასევე ავტომობილით გაძნელებული იყო.

მოსახლეობისა და ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიამ მოახდინა დროული რეაგირება და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.

ამ დროისათვის მიმოსვლა აღდგენილია.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელ აქციას რაც შეეხება, თავის მასშტაბებით ეს აქცია კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს ყველას – მაჭარაშვილი
შემდეგი სტატიამიხეილ დაუშვილი – აქციის შედეგის დიდად არ მჯერა