დღევანდელ აქციას რაც შეეხება, თავის მასშტაბებით ეს აქცია კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს ყველას – მაჭარაშვილი

“დღევანდელ აქციას რაც შეეხება, თავის მასშტაბებით ეს აქცია კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს ყველას – პოლიტიკურ სპექტრსაც, საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ საქართველოში საზოგადოებას არ სურს რადიკალიზაცია, თუ შეცვლა უნდა ხელისუფლების, ამას საზოგადოება გადაწყვეტს 2024 წელს. სააკაშვილს უყვარს სიმბოლოები და თავის დაბადების დღეს დაამთხვია ეს აქცია. ალბათ, წარმოდგენა აქვს, რომ რადგან მისი დაბადების დღეა, იქ მომხრეების რიცხვი გაათმაგდება. თუმცა, ის ილუზიაშია, როგორც იყო ილუზიაში საქართველოში უკანონო შემოსვლისას, რომ მილიონი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და ამ ხელისუფლებას დაამთავრებდა. ასეთივე ილუზიაში დარჩა ამის შემდგომაც.

აქციის მოთხოვნები გამოგონილია, რომ აქციას რაიმე მიზანი ჰქონდეს. არავინ დედამიწის ზურგზე სააკაშვილის გათავისუფლებას არ ითხოვს და მართლმსაჯულების რეფორმა აქციებით არც ერთ ქვეყანაში არ ხორციელდება, უნდა მოვიდნენ პარლამენტში და აქ იმუშაონ. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის, არის „ნაციონალურ მოძრაობაში.” ოპოზიციაში იყო და როგორც ვხედავთ, არც ოპოზიციაში აღარ არის, ამ აქციასაც გაემიჯნენ, როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირება ნიშნავს მარცხს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს
შემდეგი სტატიასტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად გრძელდება