მიხეილ დაუშვილი – აქციის შედეგის დიდად არ მჯერა

„ქუჩის პროტესტი არის გამოხატვის ფორმა, სანამ ეს კანონის ფარგლებში ხდება, ამის უფლება ჩვენ ყველას გვაქვს, ვიღაც იყენებს ამას, ვიღაც არა. „ნაცმოძრაობა“ გამოიყენებს თუ არა, მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ეს სწორია, თუ არასწორი, ფასდება არჩევნებზე, აქამდე არჩევნებზე როგორც ფასდება, ფაქტია, რომ ამან წარმატებული შედეგი ვერ გამოიღო. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებს გაცილებით მეტად სჭირდება მათ პრობლემებზე ორიენტირება, ვიდრე „ოცნების“ ამ პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობა, რასაც არაერთი პოლიტიკური ძალა აკეთებს. მოქალაქეთა პრობლემები უნდა იყოს მთავარი საზრუნავი დღეს ოპოზიციის, ამის ნაცვლად ყველაფერზე ზრუნავენ. ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების მოქმედება და მოქალაქეების ინტერესი იმდენად დაშორებულია ერთმანეთს, რომ აქციის შედეგის დიდად არ მჯერა,“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშისტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად გრძელდება
შემდეგი სტატიაცესკო – ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილებას უწყების დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ