„სტერეოფონიაში ლაპარკობთ ორივე?” – სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს

ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს ისევ არ პასუხობს.

მედიის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის ჩაწერა დღეს მის საცხოვრებელ სახლთან სცადეს, თუმცა მან არც ერთ კითხვას არ უპასუხა. მხოლოდ ის თქვა, რომ განმარტებებს დღეს საღამოს 8 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე გააკეთებს.

სტერეოფონიაში ლაპარკობთ ორივე? ამ საღამოს 8 საათზე განცხადებას ვაკეთებ, გეპატიჟებით,“ – მიმართა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ოფისშიც კი არ გამოჩენილა. საარჩევნო შტაბის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, დაიწყება თუ არა მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის.

banner
წინა სტატიაში,,ვიწყებთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან საუბარს და ყველას შევეხმიანებით”
შემდეგი სტატია„საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას“