,,ვიწყებთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან საუბარს და ყველას შევეხმიანებით”

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, კონკრეტულად, რა ფორმატში მოხდება, როგორც „ევროპულ საქართველოსთან“, ისე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის თანამშრომლობა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა

შეკითხვაზე, შეიქმნება თუ არა „ევროპული საქართველოსა“ და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო საარჩევნო შტაბი, გიორგი ვაშაძემ უპასუხა, რომ „ძალა ერთობაშიას“ უკვე არსებული შტაბი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და კოორდინაციის მექანიზმებზე სხვა ოპოზიციურ ძალებთან ჯერ არ უსაუბრიათ.

„ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან დავიწყეთ მოლაპარაკებები, ვისაც სურს, რომ ჩაერთოს მეორე ტურში ბრძოლაში. ძალიან კარგია, რომ განცხადებებს სხვადასხვა პარტია აკეთებს და შესაბამისად, კოორდინაცია იქნება, რა შესაძლელობებია, რა რესურსებია, რომელიც ერთი მხრივ გაგვაერთიანებს იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, რაც პრინციპში გარდაუვალია. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ ამაში და კარი ყოველთვის ღიაა. რაც შეეხება შტაბს, შტაბი აგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი რაიონული და ცენტრალური შტაბები და შესაბამისად, ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ გაყალბებისთვის ემზადება, ჩვენ სამჯერ მეტ ტექნოლოგიურ მექანიზმს დავუპირისპირებთ, რომლითაც ჩვენ აღმოვფხვრით და მათ გაყალბების მცდელობას დავუპირისპირებთ.

საარჩევნო შტაბი საარჩევნო შტაბია, არის კონკრეტული სტრატეგია. რაც შეეხება კოორდინაციას, გარკვეულ მექანიზმებზე ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შევთანხმდებით. ჯერ არ გვისაუბრია, არ ვიცით, რა ფორმატი იქნება და როგორ იქნება. დღეიდან ვიწყებთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან საუბარს და ყველას შევეხმიანებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა
შემდეგი სტატია„სტერეოფონიაში ლაპარკობთ ორივე?” – სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს