სტამბოლის პოლიციამ აეროპორტის 500-მდე მშენებელი დააკავა

სტამბოლის პოლიციამ ახალი აეროპორტის 500-მდე მშენებელი დააკავა, რომლებიც შრომის რთულ პირობებს აპროტესტებდნენ, – ამის შესახებ მშენებლების პროფკავშირის ხელმძღვანელმა ოზგიურ კარაბულუთმა განაცხადა.

„ხელისუფლებამ მუშების კანონიერ მოთხოვნებს ძალის გამოყენებით უპასუხა, დაკავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. მათთან ადვოკატებს არ უშვებენ, ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ჩვენი პროფკავშირი, ადვოკატებთან და დეპუტატებთან ერთად, მუშების გათავისუფლებას და მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება“, – განაცხადა კარაბულუთმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის პოლიციამ მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთის კუთვნილი სასაზღვრო კატერის ეკიპაჟი პროვოკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა.
შემდეგი სტატიაავღანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი პირი დაიღუპა.