ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი პირი დაიღუპა.

ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ხუთი პირი დაიღუპა.

ადგილობრივი მედია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ფარაჰისპროვინციაში მოხდა.

გუბერნატორის განმარტებით, სამხედრო ვერტმფრენს ავარიული დაშვების დროს მოძრაობა „თალიბანის“ წევრები დაესხნენ თავს.  შედეგად ავღანეთის შეიარაღებული ძალების ხუთივე წარმომადგენელი, ოთხი მგზავრი და ერთი პილოტი დაიღუპნენ.

ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ სამხედრო ვერტმფრენის ავარიული დაშვება ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა და არა მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად – საფრენ აპარატს თავს მხოლოდ ავარიული დაშვების შემდეგ დაესხნენ.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის პოლიციამ აეროპორტის 500-მდე მშენებელი დააკავა
შემდეგი სტატია,, ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პირებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სწორი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია”