სტამბოლის აეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში წუხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. დაღუპულთა უმეტესობა თურქია, გარდა ამისა, დაღუპული არიან ტუნიზის, ირანის, უზბეკეთის და ერაყის მოქალაქეები, ასევე უკრაინელი ლარისა ციბაკლოვა. სამი გარდაცვილილის იდენთიფიცირება ვერ მოხერხდა. დაჭრილი იყო 350-ზე მეტი, მათგან დაახლოებით 200-მდე ადამიანი უკვე გამოწერეს საავადმყოფოებიდან.

შეფახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ბოროტმოქმედები დაგმო, რომლებმაც წმინდა რამადანის პერიოდში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს და საერთაშორისო თანამეგობრიბას ტერორიზმთან ბრძოლისკენ მოუწოდა.
“ეს თავდასხმა, რომელიც რამადანის წმინდა თვეს მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ტერორიზმი რელიგიურ ხასიათს არ ატარებს და მისთვის მნიშვნელობა არა აქვს რწმენას და ღირებულებებს. იმედი მაქვს, სტამბოლის ტერაქტი ტერორიზმთან ბრძოლის გადამწყვეტი წერტლი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მთელი მსოფლიო მიიღებს” – განაცხადა ერდორანმა.

იუსტიციის მინისტრის, ბეკირ ბოზდაგას განცხადებით, თავდასხმა თვითმკვლელებმა განახორციელეს. მათ ჯერ სროლა ატეხეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.
შემთხვევა აეროპორტის შესასვლელთან, მეტალოდეტექტორის გავლამდე მოხდა.
ოფიციალურად მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თურქეთის პრემიერის აზრით, შესაძლებელია თავდასხმის უკან “ისლამური სახელმწიფო” ან ქურთი ტერორისტები იდგნენ.

მისი თქმით, დაღუპულთა შორის არიან უცხოეთის მოქალაქეები, მათ შორის 56 წლის უკრაინის მოქალაქე. კიდევ ერთი უკრაინელი ფეხშია დაჭრილი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო: “ჩვენ ვგლოვობთ მსხვერპლს… ჩვენ თურქეთის გვერდით ვდგავართ” – განაცხადა მან.

თურქეთს თანადგომა გამოუცხადა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიიულია ტიმოშენკო ბებია გახდა
შემდეგი სტატიასოსო ფხაკაძე: მადლობას ვუხდი სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ განწყობისთვის, რაც დღეს ბიზნესმა დაინახა