სქურის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

სქურის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან 12კმ.-ში) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სქურის რეაბილიტირებულ ტაძარს მოინახულებენ.  ზუგდიდ-ცაიშის ეპისკოპოსი მეუფე გერასიმე რეაბილიტირებულ ეკლესიას აკურთხებს; გაიმართება ჯვრის აღმართვის ცერემონია.
ძეგლის რეაბილიტაცია 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა.
თავდაპირველად, ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია მავნე მცენარეებისგან გათავისუფლდა, მოხდა მიწაში გამოვლენილი ქვების მარკირება და ძეგლის სტრუქტურაში მათი თავდაპირველი მდებარეობის განსაზღვრა. პროექტის პირველ ეტაპზე ტაძრის დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ ფასადების საპირე წყობა ავთენტური მასალის გამოყენებით აღდგა.
2015 წელს, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა სქურის ტაძრის დარბაზული სივრცე.
აღდგენითი სამუშაოები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი, სრულად ავთენტური მასალებით – ჩამონგრეული ქვებითა და არქიტექტურული დეტალებით განხორციელდა.
სქურის დარბაზული ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუშია. ნაგებობის ცენტრალური დარბაზიდან შემორჩენილია თითქმის ყველა კონსტრუქციული კვანძი, რაც ძეგლის ავთენტურობასა და მის გამორჩეულობაზე მეტყველებს.

banner
წინა სტატიაშიშიდსი მომაკვდინებელი დაავადებების სიაში აღარ არის
შემდეგი სტატიაგერმანია მალიში ოპერაციისთვის 650 სამხედროს აგზავნის