გერმანია მალიში ოპერაციისთვის 650 სამხედროს აგზავნის

news
ავტ.: news ნოემბერი 25, 2015 15:39

გერმანია  მალიში ოპერაციისთვის 650 სამხედროს აგზავნის

გერმანია მალიში 650 სამხედროს გაგზავნას აპირებს ოპერაციისთვის, რომელიც საფრანგეთის მეთაურობით ჩატარდება – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებით ჯიჰადისტებთან საფრანგეთის ბრძოლას დაუჭირა მხარი.
20 ნოემბერს საფრანგეთის მთავრობამ მალიში ელიტარული სპეცნაზი გააგზავნა ჯიჰადისტებთან საბრძოლველად. გადაწყვეტილება მალის დედაქალაქში სასტუმრო “რედისონში” მომხდარი ინციდებტის შემდეგ იქნა მიღებული, რომლის დროსაც ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს 80 ტურისტი. თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულმა დაჯგუფება “მურაბიტუნმა” აიღო, რომელსაც ალჟირელი ბოევიკი მუჰტარ ბელბუხტარი ხელმძღვანელობს.

news
ავტ.: news ნოემბერი 25, 2015 15:39

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics