შიდსი მომაკვდინებელი დაავადებების სიაში აღარ არის

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მედიცინისა და ფარმაკოლოგიის სფეროს პროგრესმა სასიკვდილო დაავადების ქრონიკულ დაადადებად გადაქცევა შეძლო, რომლის განვითარება მართვადია. ახლა შიდსი ისეთი დაავადებების რიცხვში შედის, როგორიც დიაბეტი, ჰიპერტეზია ან სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია – ამის შესახებ ბლოგი Discover წერს.
ამერიკული სტატისტიკის უკანასკნელი მონაცემებით, შიდსით დაავადებულთა საშუალო ასაკი 1987 წელთან შედარებით რადიკალურად გაზრდილია მამაკაცებისთვის 34%-ით: 37,9-დან (1987 წელი) 50,8 წლამდე (2013), ქალებისთვის პროგრესი უფრო მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება 35, 2 წლიდან 49,7 წლამდე.
გუშინ დაავადებასთან ბრძოლის გაეროს ახალი პროგრამა იქნა წარმოდგენილი. 2013 წელს მსოფლიოში 36,9 მილიონი აივ ვირუსის მატარებელი იყო, მათი 70% სახარის სამხრეთით აფრიკაში ცხოვრობენ. 2000 წლიდან დაავადების ახალი შემთხვევები 35%-ით შემცირდა, ანტირეტროვირუსულ თერაპიას 2015 წლისთვის 15,8 მილიონი აივ ინფიცირებული გადის (2,2 მილიონით მეტი, ვიდრე 2014 წელს).

ექიმების მტკიცებით, აივ ინფექციის მთავარი საფრთხე დღეისთვის მხოლოდდამხოლოდ შესაბამისი წამლების გვერდითი მოვლენებია – ინფარქტები, კიბოს გარკვეული სახეობები და ნევროლოგიური დაავადებებია – ორგანიზმი მკურნალობის პროცესში დაავადებებთან ბრძოლის იმუნიტეტს კარგავს.

მკურნალობის გარეშე დაავადება 9-11 წელში პაციენტის სიკვდილს იწვევს.

 

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვანი ვებ-გვერდები დაბლოკილია
შემდეგი სტატიასქურის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა