სოფლიოში კორონავირუსის პანდემია მოსალოდნელთან შედარებით სწრაფად ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მოსალოდნელთან შედარებით სწრაფად ვრცელდება. მათი თქმით, ვირუსით დაინფიცირების პირველი 100 000 შემთხვევა 67 დღის განმავლობაში დაფიქსირდა, მომდევნო 100 000-ის 11 დღეში, ხოლო დაინფიცირების ბოლო 100 000 შემთხვევა სულ რაღაც 4 დღეში მოხდა. თუმცა, ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, კორონავირუსის ტრაქეტორიის ცვლილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. მან ქვეყნებს ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდა.

“როგორც ფეხბურთის მატჩს მხოლოდ თავდაცვით ვერ მოვიგებთ და აუციელებლია თავდასხმზე გადასვლა, ასეა კორონავირუსის შემთხვევაშოც. ჩვენ ერთობლივი ძალების უნდა ვიმოქმედოთ და დავამარცხოთ ვირუსი” – განაცხადა გებრეისუსმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
შემდეგი სტატიაპირველ რიგში ტესტებს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოიყენებენ