პირველ რიგში ტესტებს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოიყენებენ

სწრაფი ტესტების გამოყენება საქართველოში უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისინი პირველ რიგში ტესტებს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოიყენებენ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აპრილის დასაწყისიდან ქვეყანაში სწრაფი ტესტების საკმარისი როდენობა იქნება. მომატებული გავრცელების შემთხვევაში, სამინისტროს ექნება გეგმა, რის მიხედვითაც მიზნობრივ ჯგუფებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სწრაფი ტესტები, რათა შიდა გავრცელება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

banner
წინა სტატიაშისოფლიოში კორონავირუსის პანდემია მოსალოდნელთან შედარებით სწრაფად ვრცელდება
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ