სოფელ ველისციხის სკოლის 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სკოლის სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუფიქსირდა. ინფიცირების წყარო მეცხრე კლასის მოსწავლეა, რომელსაც ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

ახალი ინფიცირებული შემთხვევებიდან, ერთი 14 წლის ბიჭის ძმა, ორი კი მისი თანაკლასელია.

ინფიცირების ახალი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მოსწავლეები სკოლაში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი არ შედგა.

სოფელში სპეციალისტები უკვე მუშაობენ და კონტაქტებს იკვლევენ.

სოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რა ფორმით გაგრძელდება, ეპიდემიოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველაზე“ მგზავრთა მიღება განახლდა
შემდეგი სტატია„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მოუწოდებს დროულად დააზუსტოს ამომრჩეველთა სიები