მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველაზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისის მეტროსადგურებზე – „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრთა მიღება განახლდა და ამ ეტაპისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საბურთალოს ხაზზე, ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, დღეს მატარებლები „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობდნენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდნენ და ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობდნენ. ამ ეტაპზე, შეზღუდვა მოხსნილია და თბილისის მეტროს მგზავრებს ორივე ხაზი შეუფერხებლად ემსახურება.

სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : ივერი მელაშვილი გამოვა საპყრობილედან და ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად ჩასხდებიან იმ საკანში, სადაც ივერი მელაშვილია
შემდეგი სტატიასოფელ ველისციხის სკოლის 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა