„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მოუწოდებს დროულად დააზუსტოს ამომრჩეველთა სიები

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში არარსებული მისამართი აღმოაჩინა, სადაც რეგისტრირებულები არიან ამომრჩევლები.
როგორც დღეს, ქუთაისში, გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში ავთანდილ კუხიანიძემ განაცხადა, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგად ქუთაისში აღმოჩენილია არარსებული მისამართი, სადაც ამომრჩევლები არიან რეგისტრირებულები.
„არსებობს გონივრული ეჭვი, რომ არსებობს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, ამიტომ მონიტორინგს გავაგრძელებთ. მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, დროულად დააზუსტოს ამომრჩეველთა სიები და აღმოფხვრას ტექნიკური ხარვეზები, რათა გამოირიცხოს ხმების გაყალბების და შედეგებით მანიპულირების შესაძლებლობები,“- განაცხადა კუხიანიძემ.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

banner
წინა სტატიაშისოფელ ველისციხის სკოლის 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი 2020 წლის 24 ივლისს, გერმანიაში უკვე დაიკითხა