სოფელ ობუჯში ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ. ლავთარაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. ამის შესახებ განაცხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ. მისი თქმით, პროექტის ღირებულებამ 45 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ნაპირსამაგრი გაბიონის სიგრძე 300 მეტრი იქნება. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგრძნობლად შემცირდება სტიქიის დროს მდინარეების ადიდების შემთხვევაში ზარალის რაოდენობა და არსებული რისკები. ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, აგრეთვე, მდინარე ტარჩიაზე (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) და მდინარე ჭანისწყალზე საკალანდიოს უბანში. აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება პროექტის „სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში,”- აღნიშნა ბესიკ ფარცვანიამ

banner
წინა სტატიაშინადუღში აღმოჩენილი მინის ნამსხვრევი-რა მოხდა კარფურში
შემდეგი სტატიათემქაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარია დაკავებული