თემქაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარია დაკავებული

თბილისში, თემქაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შსს-მ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით, მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისოფელ ობუჯში ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
შემდეგი სტატიაადა მარშანია: დაჟანგული ღობე, მამას ნაფერები ტალავერი, ჩვენი გადამწვარი სახლის კიბეები…