სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა. სამი ნიღბიანი ჯემალ ქამალოღლის საცხოვრებელი სახლში შეიჭრა. მძარცველებმა 500 ლარამდე თანხა და სანადირო თოფი წაიღეს, ოჯახის უფროსს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამცველებმა სამი ეჭვმიტანილი „ცხელ კვალზე“ დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულები ამავე სოფლის მცხოვრებლები არიან. საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„გუგლი“ მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ”-კალაძის განმარტება
შემდეგი სტატიაეგზიტ-პოლები: ვილდერსი ნიდერლანდების არჩევნებში აგებს