ეგზიტ-პოლები: ვილდერსი ნიდერლანდების არჩევნებში აგებს

გამოკითხვების შედეგად, მომავალ პარალმენტში ხმათა უმრავლესობით მოქმედი პრემიერის მარკ რიუტეს პარტია შევა, რომელიც, დიდი რაოდენობით უსწრებს წინ პირველ პოპულისტს გერტა ვილდერსს.
ეგზიტ-პოლები ტელერადიოკომპანია NOS-მა შეუკვეთა. სავარაუდოდ, რიუტეს პარტია 150-დან 31 ადგილს აიღებს, ვილდერსის კი – 19 ადგილს.
ასევე, 19 ადგილით პარალმენტში შევლენ ქრისტიან-დემოკრატიული და ლიბერალური პარტიები.
ვილდერსი, ამერიკაში დონალდ ტრამპის გამარჯვებით შთაგონებული, წინასაარჩევნო კაპმანიისას აქტიურად იყენებდა ანტი-მიგრანტულ და ანტი-ისლამურ ლოზუნგებს.

ნიდერლანდების პარლამენტში, როგორც წესი, ბევრი პარტია შედის, მაგრამ ერთი იღებს აბსოლუტურ უმრავლესობას, ასე, რომ უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ქვეყნის ყველა მთავრობა კოალიციურია – წერს”ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშისოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა
შემდეგი სტატიაგერმანიის ფინანსთა სამინისტროში ბომბი იპოვეს