სოფელ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლა ცადეს

14215560_1782953845322948_2051399477_oრამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო ზუგდიდის რაიონ სოფელ ჯიხაშკარში –  “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები  მივიდნენ. მათ შორის იყო საჯარო მოხელე გვარად აბულაძე, რომელიც კორცხელის ინციდენტის მონაწილეა. მან და მისმა მომხრეებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს რულოვსთან შეხვედრაზე.” ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა შეძლეს ვითარების განმუხტვა. “ქართული ოცნების” აქტივისტებს ადგილობრივები დაედევნენ და ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს  მოუხდათ ვითარების ასარევად მოსული ადამიანების დაცვა. “ქართული ოცნების” აქტივისტები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ იყვნენ განწყობილნი.ისინი ხელით ეხებოდნენ კამერებს და მიკროფონებს და გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიგოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფუძველი შსს-ს და პროკურატურას არ გააჩნდა
შემდეგი სტატია“ეს არ არის საჭორაო და ტელევიზიით განსახილველი თემები” – კალაძე “რუსთავი 2”-ის მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე