“ეს არ არის საჭორაო და ტელევიზიით განსახილველი თემები” – კალაძე “რუსთავი 2”-ის მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე

ვიცე პრემიერი კახი კალაძე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარს აკეთებს და იმ სკანდალურ დოკუმენტს ეხმაურება, სადაც საუბარია ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

კალაძე მიმდინარე პროცესებს კვლავ ორ სუბიექტს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას უწოდებს. მისი თქმით, თუ საქმეში ახალი გარემოება არსებობს, ის სასამართლომ უნდა განიხილოს.

„რც შეეხება დავას ხალვაშსა და ყარამანაშვილს შორის, ეს არის სამართლებრივი დავა და სასამართლომ განიხილოს. თუ რაიმე დოკუმენტაცია, ახალი გარემოება არსებობს, ეს არ არის საჭორაო და ტელევიზიით განსახილველი თემები,“- განაცხადა ვიცე პრემიერმა

banner
წინა სტატიაშისოფელ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლა ცადეს
შემდეგი სტატიაარასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ “რუსთავი 2”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი სასამართლომ საქმეს უნდა დაურთოს