გოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფუძველი შსს-ს და პროკურატურას არ გააჩნდა

გოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფუძველი არც შსს-ს და არც პროკურატურას არ გააჩნდა- განაცხადა დემურ სტურუას მსაქმეზე საუბრისას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა. მისივე თქმით, სტურუას დედის ცემის ფაქტთან დაკავშირებული საქმე პროკურატურამ გაითხოვა და გამოძიებას აწარმოებს:

„სტურუას დედის ცემის ფაქტთან დაკავშირებული საქმე პროკურატურამ გაითხოვა და რეალურად საქმის გამოძიებას, ისევე როგორც სტურუას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. ასე რომ, ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი საქმეზე, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან და საჭიროების შემთხვევაში ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. თუ გამოძიება დაადგენს პოლიციის მხრიდან ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას, ამაზე მოხდება ადეკვატური რეაგირება“ – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

სამტრედიაში, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფება, რის გამოც მასზე ძებნაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის თეატრის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა
შემდეგი სტატიასოფელ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლა ცადეს