სომხეთს ახალი პრეზიდენტი ყავს

სომხეთის ეროვნულმა კრებამ (ქვეყნის პარლამენტი) ფარული კენჭისყრით ქვეყნის ახალი პრეზიდენტი – ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი – არმენ სარგსიანი აირჩია. მას 105 დეპუტატიდან 90-მა მისცა ხმა, ათი დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა. სარგსიანის კანდიდატურას ოთხი საპარლამენტო ფრაქციიდან სამმა მხარი დაუჭირა.
არმენ სარგსიანი 1996-1997 წლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო.
მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო ვადა 9 აპრილს იწურება. რადგანაც ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტის ხელახალ არჩევნებს არ ითვალისწინებს, მოქმედი პრეზიდენტები ქვეყნის სათავეში 7 წელი არიან.

banner
წინა სტატიაშიოსი მილიციელების ,,ბეზპრედელი,, ცხინვალში (ვიდეო)
შემდეგი სტატიაე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქეებისათვის განცხადებას ავრცელებს