ოსი მილიციელების ,,ბეზპრედელი,, ცხინვალში (ვიდეო)

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პროკურატურა აწარმოებს დანაშაულის გამოძიებას, რომელიც ე.წ. სამართალდამცავებმა ქალაქ ცხინვალის მცხოვრებლის წინააღმდეგ ჩაიდინეს.
კერძოდ, სისხლის სამართლის საქმე ე.წ. გენპროკურატურამ აღძრა ინალ 28 წლის ჯაბიევის სასტიკი ცემის ფაქტის გამო, რომელიც სეპარატისტული რეგიონის მილიციის სპეცდანაყოფის წევრებმა ჩაიდინეს. სამართალდამცავებმა დაზარალებული ცხინვალში არონ პლიევის ქუჩაზე უმოწყალოდ სცემეს. ჯაბიევი მრავლობითი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა ცხინვალელმა მოქალაქემ სოციალური ქსელით გაავრცელა.
მომხადრათან დაკავშირებით გაირკვა, რომ სამართალდამცავებს ჯაბიევი ტყუპისცალ ძმაში შეეშალათ.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული მილიციელებმა ალბერტ ბესტაევმა, ახსარბეგ გობოზოვმა და ვადიმ ზაგკაევმა წინასწარი განზრახვით ჩაიდინეს. მათ პირადი „ანგარიშები“ ამოძრავევდათ დაზარალებულის ძმის მიმართ.

https://youtu.be/Y56j5w5-D1I

 

banner
წინა სტატიაშირადაში უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ერთობლივი სამხედრო ბრიგადის შექმნაზე განაცხადეს
შემდეგი სტატიასომხეთს ახალი პრეზიდენტი ყავს